Waterfall, Agile და ჰიბრიდული მოდელები

Waterfall, Agile და ჰიბრიდული მოდელები


ხშირად ტრადიციულ მიდგომებს მოძველებულად მიიჩნევენ და მიაჩნიათ, რომ ახალი მიდგომები უნდა დაინერგოს პროექტის მართვისას. რეალურად, ახალმა მეთოდოლოგიებმა მოგვცა იმაზე დაფიქრების საშუალება და რომ გამოვიყენოთ კონკრეტული მეთოდი იქ სადაც საჭიროა.  

მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით და ვნახოთ ყველაზე მეტად რა მეთოდოლოგიებია გავრცელებულია შემდეგ ვთქვათ სად რა სჯობს რომ გამოვიყენოთ. აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ კი არ უნდა გადავაგდოთ ძველი და ახალი დავნერგოთ, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ სად რომელი მეთოდია საჭირო რომ გამოვიყენოთ.  

პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ძირითადი მიდგომები არსებობს. გამოყოფენ სამ მათგანს. ძველში მოიაზრება waterfall იგივე ტრადიციული (predictive) მეთოდოლოგია, დასახელებიდან(predictive) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის ისეთი მეთოდი, რომლის თვისაც ზედმიწევნით დაგეგმვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გამოდის, რომ პროექტებში, სადაც შესაძლებელია რომ დეტალურად დაიგეგმოს საბოლოო შედეგი, თითოეული ნაბიჯი წინასწარ იყოს გათვლილი, სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ.  

მეორე და უფრო გავრცელებულ, პოპულარულ მეთოდს მოქნილი (agile) ეწოდება. ძირითადად გამოიყენება იქ სადაც შეუძლებელია, 5 თვით ადრე დაგეგმო თუ რა შედეგს მიიღებ 5 თვის შემდეგ, რადგან პროექტის მიმდინარეობისას ბევრი ნიუანსი იცვლება, ჩნდება სიახლეები და ა.შ.  

პირველ და მეორე მიდგომებს დეტალურად მოგვიანებით მივუბრუნდებით და შევადარებთ ერთმანეთს.  

და მესამე მიდგომა არის მათი ერთობლიობა, ჰიბრიდი. შეიძლება ზოგიერთი პროექტი ისეთი იყოს, რომ რაღაც ნაწილი უფრო waterfall-ით იმართებოდეს და რაღაც ნაწილი agile-ით. კარგად რომ დავფიქრდეთ ჰიბრიდული ყველაზე მეტად მოქნილი მეთოდოლოგიაა, იყენებს ისეთ მიდგომებს, რომ პროექტი სხვადასხვა მეთოდით ვმართოთ, იმის მიხედვით თუ პროექტის კონკრეტულ ეტაპზე რომელი მიდგომა იქნება უფრო მართებული.

უფრო კარგად რომ გავიგოთ ტრადიციულსა და მოქნილ მიდგომებს შორის განსხვავება შეგვიძლია შევხედოთ სქემას,  სადაც მოცემულია ამ ორ მიდგომას შორის განსხვავება.

ტრადიციული მეთოდოლოგია შედგება ეტაპებისგან, ისევე როგორც ეჯაილ მეთოდოლოგია. თუმცა ტრადიციულში ეს ეტაპები მკაცრად არის განსაზღვრული, სანამ არ დასრულდება წინა ეტაპი მანამდე მომდევნო ეტაპის დაწყება ფაქტობრივად შეუძლებელია. სანამ ინიციირებას თავიდან ბოლომდე არ მოვრჩებით, ვერ გადავალთ დაგეგმვის ეტაპზე, აქაც, სანამ ყველაფერი კარგად არ დაიგეგმება და არ ვიტყვით რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს, ვერ გადავალთ შესრულებაზე. ტრადიციული მიდგომისას დაგეგმვის ეტაპს დიდი  მნიშვნელობა აქვს და დიდი რესურსიც იხარჯება. ამის შემდეგ იწყება შესრულება, შესრულებაც ისეთი ეტაპია, სანამ ყველაფერი არ დასრულდება და საბოლოო ჯამში არ მივიღებთ ისეთ შედეგს რომელიც გამოყენებადია, მანამდე პროექტი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. შესრულების პროცესში შეუძლებელია ისეთი რაღაცები შევქმნათ, რომ გზადაგზა გამოყენებადი იყოს.  

რაც შეეხება ეჯაილ მეთოდოლოგიას, აქაც გვაქვს ეტაპები, წესები და წინასწარ გაწერილი გარკვეული ნაბიჯები. თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ ეჯაილ მეთოდოლოგიის დროს მთლიანი პროექტი დაყოფილია იტერაციებად, თითო იტერაციის დროს უნდა მივიღოთ არა მხოლოდ ხელმოსაკიდი და ხელშესახები შედეგი, არამედ გამოყენებადი შედეგიც. თუ waterfall-ის შემთხვევაში სანამ მთლიან პროექტს არ დავასრულებდით მანამდე მიღებული შედეგის გამოყენება არ შემეძლო, ეჯაილ მეთოდოლოგიის დროს ნაწილ-ნაწილ, მცირე იტერაციებად შემიძლია მივიღო ისეთი შედეგი, რომელიც უკვე გამოყენებადია. როგორც წესი, ეს იტერაციები არის 1 კვირიდან 4 კვირის მანძილზე, ესეც განსაზღვრულია სხვადასხვა მეთოდით.  

ეჯაილი რეალურად ქოლგა მეთოდია და იტერაციების შიგნით სხვადასხვა მეთოდოლოგიებია გამოყენებული. ყველაზე გავრცელებულია, რომ მინიმუმ 1 კვირიდან მაქსიმუმ 4 კვირამდე უნდა იყოს იტერაციებად დაყოფილი პროექტი და თითოეული იტერაციის შემდეგ უნდა გქონდეთ მიღებული ხელშესახები შედეგი. იტერაციებსაც შიგნით თავისი ეტაპები აქვთ. მეთოდოლოგიები, რომლებიც ეჯაილის შიგნით გამოიყენება თავისი წესები, ეტაპებს და სახელები აქვთ.  

ინტერაციის შიგნით ხდება დაგეგმვა, მცირე ნაბიჯების გადადგმა და საბოლოო ჯამში, მაშინ ვასრულებთ პროექტს, როდესაც თითოეული იტერაციის შედეგად მიღებული ხელშესახები შედეგი საბოლოო ჯამში მისაღებია დამკვეთისთვის.

როდესაც ვსაუბრობთ ამ მეთოდოლოგიებზე უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო სწორი და მართალი მიდგომა არ არსებობს. კი არ უნდა აირჩიოთ კონკრეტული მიდგომა და ყველა პროექტზე მიჰყვეთ სწორხაზოვნად, არამედ გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გააანალიზოთ რომელი მიდგომაა კონკრეტული პროექტისთვის უფრო მართებული.  

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საბოლოო შედეგი და ის გზა, რომლითაც ამ შედეგს უნდა მივაღწიოთ წინასწარ შეგვიძლია დავგეგმოთ და დეტალური ნაბიჯებით ჩამოვაყალიბოთ გეგმა, მაშინ, როგორც აღვნიშნეთ, waterfall-ს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს სხვა მეთოდებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ამ დროსაც შეიძლება ცვლილებების შეტანა მიმდინარე პროცესებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმ გეგმას მიყვებით, რომელიც თავიდანვე დავსახეთ.  

გავრცელებული მაგალითია სამშენებლო პროექტი. ხიდის მშენებლობისას ყველა წვრილმანი თუ დეტალებში არ გაიწერა, თითო კონსტრუქცია, ხიდის ყველა შემადგენელი ნაწილი, დაწყებული მოაჯირიდან დამთავრებული საფუძვლით თუ წინასწარ არ განისაზღვრა როგორი უნდა იყოს, საბოლოოდ შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ. ასეთ პროექტი იტერაციულად რომ დავგეგმოთ და ჯერ საფუძვლის დასრულებას დაველოდოთ და მერე ვნახოთ მაგის მიხედვით შემდეგი ეტაპი როგორი შეიძლება გამოვიდეს, ხიდი ფაქტობრივად ვერ აშენდება.  

ამით იმის თქმა გვინდა, რომ არსებობს ისეთი დარგები სადაც აქტიურად ისევ ტრადიციულ მეთოდებს მიმართავენ.  

როდესაც პროექტში თავიდანვე საბოლოო შედეგის განსაზღვრა რთულდება და ის გზა, რომლითაც ეს შედეგი უნდა მივიღოთ არც თუ ისე ნათელია, ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ ფიქრი თუagile მიდგომა ავირჩიოთ თუ ჰიბრიდული. ისევ სამშენებლო პროექტს რომ შევეხოთ, ვიცით, რომ ის ორ დიდ ნაწილად იყოფა. სანამ უშუალოდ მშენებლობა დაიწყება, ხდება დაგეგმვა, დიზაინის შექმნა, კონსტრუქციის მონახაზის აწყობა, არქიტექტურის იმისებისკენ შედგენა, ამ დროს შესაძლებელია  ეჯაილ მიდგომა გქონდეთ გამოყენებული და სხვადასხვა ვარიანტები ცადოთ სანამ არ მიიღებთ ისეთ საპროექტო დოკუმენტაციას, რომელსაც დაგიდასტურებენ და შეძლებთ მშენებლობის დაწყებას.  მაგრამ, როგორც კი ყველა ეს დეტალი დამტკიცება, შემდეგ უკვე პროექტში ტრადიციული მიდგომა უნდა დანერგოთ და მკაცრად მიჰყვეთ გაწერილ გეგმას. გამოდის რომ, ასეთი პროექტი ჰიბრიდულად წარიმართა.  

როგორც კი მოცემულ დიაგრამაზე ზემოთ მარჯვენა მხარეს მივდივართ ანუ, როცა არ ვიცით საბოლოო შედეგი როგორი იქნება ამ დროს ჩნდება agile მიდგომის გამოყენების საჭიროება.  

შემთხვევით არ არის, რომ IT პროექტების დროს იყენებენ ეჯაილ მიდგომას. ასეთ დროს საბოლოო შედეგის დანახვა თითქმის შეუძლებელია და კლიენტი ნაწილ-ნაწილ, იტერაციებად იღებს პროდუქტს, რომელიც თანდათანობით კიდევ უფრო ვითარდება, ასეთ პროექტზე კონკრეტული, დასრულების ვადის შემუშავება შეიძლება არც იყოს მართებული.  

მაგალითად, მობაილ ბანკი, ბანკის ძირითად პროდუქტი, როგორ შეიძლება ითქვას, რომ, პირობითად, გაისად სექტემბერში დავასრულებთ ამ პროექტს. ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც სულ ვითარდება და ახალ-ახალი ფუნქციონალის დამატებას ითხოვს. წინასწარ ვერ გვეცოდინება რისი დამატება შეიძლება დაგვჭირდეს. ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ადამიანების უკუკავშირზე, ახალ იდეებზე და ტექნოლოგიებზე. ასეთი პროდუქტები ვითარდება მუდმივად, სანამ არ მოვიფიქრებთ ისეთ რაღაცას რაც მას ჩაანაცვლებს და იმ ახლის განვითარებას არ დავიწყებთ. იგივე ითქმის ვებსაიტზეც, რომელიც ასევე მუდმივად განვითარებადი პროექტია.  

სწორედ დეველოპერულმა პროექტებმა შემოიტანა სამყაროში თანამედროვე, ეჯაილ მიდგომები. მოქნილ მიდგომებს იყენებენ მარკეტინგულ პროექტებში, გაყიდვების პროექტებში. ასეთ მეთოდოლოგიებს ასევე ეძახიან მუდმივად გაუმჯობესების მიდგომებს.

მოქნილი მიდგომები ისეთი პროექტებისთვის გამოიყენება სადაც ინოვაციური, ახალი ტიპის პროდუქტები იქმნება, სადაც უფრო მეტი სიხშირით ჩნდება სიახლეები.  

გამოდის, რომ რომელიმე მეთოდს კი არ უნდა მივყვეთ მუდმივად, პროექტებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ რა მიდგომა იქნება უფრო ეფექტური და მართებული.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 ოქტომბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები