პროექტის კეთებისას აუცილებელია დავსვათ 3 მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება, რომ პროექტი წარმატებული იყოს.
პირველი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას და შესაბამისი პასუხი გაეცეს არის „რა?“ ანუ რას ვაკეთებთ? რისთვის ვაკეთებთ? რა პროდუქტის მიღება გვინდა?
ამ კითხვის დასმის გარეშე რთულია ნებისმიერი სხვა კითხვის ან ქმედების გამართლება. თუ რა შედეგი უნდა მივიღოთ, ამ შეკითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია გვქონდეს როგორც პროექტის მიმდინარეობისას, ასევე მის დასრულებისას. ამ მნიშვნელოვან შეკითხვას/კომპონენტს მეთოდოლოგიაში scope-ს ან შინაარსსაც ეძახიან.
მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა არის „როდის?“ როდის უნდა მივიღოთ შედეგი, რა ვადაში. გამოდის, რომ პირველი კითხვის პასუხის შემდეგ ჩნდება მეორე შეკითხვა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტს ჰქონდეს გაწერილი სამოქმედო გეგმა და დადგენილი ვადა, თუ როდის უნდა მივაღწიოთ შედეგებს. ამით პასუხს ვცემთ მეორე კითხვას.
მესამე მთავარი კითხვა არის „რამდენად?“ ცხადია, თავისით ვერ გაკეთდება პროექტი და ვერც შედეგი დაიდება თავისით. ყველაფერს შესაბამისი რესურსი სჭირდება იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური, მატერიალური თუ არამატერიალური.
ამ სამ მთავარ კითხვაზე პასუხი თუ გვექნება და გვეცოდინება, როგორ ვიღებთ პასუხებს ანუ რა შედეგი უნდა მივიღოთ, როდის და რამდენად - პროექტის წარმატება გარანტირებული იქნება.