ლიდერობა: მოქმედება და არა წოდება

ლიდერობა: მოქმედება და არა წოდება


ლიდერობა: მოქმედება და არა წოდება 

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით რომ ლიდერობაზე საუბარს თანამედროვე ორგანიზაციებში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და ლიდერობის და ლიდერების განვითარების პროგრამები არსებობს ყველა მოწინავე ორგანიზაციაში, ჩვენც ვატარებთ ასეთ ტრენინგებს თუმცა, ერთი ნიუანსია, რომელიც შეიძლება დეტალად მოგვეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ეს არის მოსაზრება, რომ ლიდერობა არის აქტი/მოქმედება და არა წოდება. ანუ სწორი წინადადება რომ ჩამოვაყალიბოთ: სანდრო ამ კონკრეტულ სიტუაციაში მოიქცა როგორც ლიდერი, და არასწორია: სანდროს ერთხელ რომ დავარქვით ლიდერი სამუდამოდ დარჩება ლიდერად. ვაღიარებთ, რომ პოზიციურად არალიდერი ადამიანიც შეიძლება ლიდერულად მოიქცეს და ლიდერიც შეიძლება არალიდერულად მოიქცეს. ამიტომ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ უშუალოდ მოქმედებებზე და ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ ორგანიზაცია სწორად წავახალისოთ. 

არსებობს უფრო ხისტი მოსაზრებაც, რომ სანდროს დავაკვირდით და ვთქვით, რომ ლიდერია, შემდეგ უკვე შეკითხვებს აღარ ვსვამთ. ეს ძალიან სახიფათო მიდგომაა. დარწმუნებული ვარ გინახავთ ნამდვილი ლიდერები, რომლებიც გაცუდდნენ და კრიზისულ და რთულ სიტუაციაში სულაც აღარ იქცეოდნენ როგორც ლიდერები, ასევე, გინახავთ ლიდერები, რომლებიც სტრესში კიდევ უფრო კარგად იქცეოდნენ, გინახავთ რიგითი თანამშრომელი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში აჩენს ნამდვილი ლიდერულ თვისებებს. ამიტომ უნდა ვთქვათ, ლიდერობა არის ყოველდღიური ქმედება და გამოვლინება ისევე როგორც, მაგალითად სიკეთე, სიმშვიდე და სხვა სათნოებები. ანუ ადამიანი თუ კეთილია ნიშნავს, რომ ის ყოველდღიურად ავლენს სიკეთეს, თუ ლიდერია ნიშნავს, რომ ის ყოველდღიურად ავლენს ლიდერობას.

რა თქმა უნდა, ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი რომელიც მართლა ყოველდღიურად ავლენს ლიდერობას ბოლოს წოდებასაც დაიმსახურებს ან თუ არ ავლენს, სახელი გაუტყდება. 

გამოდის, რომ თუ გვინდა რომ ორგანიზაციაში ლიდერობა განვავითაროთ და გვინდა რომ ლიდერობის მეტი შემთხვევა გამოვლინდეს უნდა წავახალისოთ ეს ქმედება ნებისმიერ თანამშრომელში. ადამიანი კი არ უნდა გადავაქციოთ ლიდერად, არამედ, უნდა ავუხსნათ თუ რა არის ლიდერული ქცევა, დავანახოთ რომ ჩვენ გვინდა და მოგვწონს ასეთ ქცევა როგორც ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს სხვა ადამიანებში მაქსიმალური შედეგის დადებას იწვევს და ეს ცალკეული გამონათებები უნდა წავახალისოთ.

რა არის ლიდერული ქცევა? 

·      ზრდაში და განვითარებაში სხვების დახმარება,

·      გუნდურობის ხელშეწყობა,

·      უკუკავშირის გაზიარება,

·      უსამართლობაზე და გაურკვევლობაზე ხმის ამოღება.. 

დაფიქრდით, თქვენ რეალურ გარემოში რა ქცევა და რა გამოვლინებები გინდათ თქვენი თანამშრომლებისგან, არა მარტო მენეჯერებისგან. რისი დანახვა გსურთ? 

რომ შევაჯამოთ როგორ უნდა მოვიქცეთ. უნდა წავახალისოთ ლიდერული ქცევა ყველა თანამშრომელში, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, სხვების დახმარება, სიმართლის თქმა და გახსნილად საუბარი პრობლემებზე. განვმარტოთ თითოეულ შემთხვევაში რას გამოიწვევს ეს ქცევა, რა შედეგი დადგება და რატომ არის კომპანიისთვის ან გუნდისთვის მნიშვნელოვანი. ასევე განვმარტოთ ლიდერობის გამოვლინება თუ გავუშვით ხელიდან ეს რას გამოიწვევს? 

თქვენ თუ ამას გააკეთებთ აქტიურად, დროს და ენერგიას ჩადებთ ამაში, ყოველდღიურად დაინახავთ ლიდერობის გამოვლინებას და ნახავთ, რომ ადამიანებს უნდათ თავის გამოჩენა, უნდათ კომპანიის სიკეთე და ისინი აუცილებლად მიყვებიან ამ მაგალითებს და ცოდნას რასაც გაუზიარებთ. 

ქოფი:

1.     ლიდერობაზე ყველა თანამედროვე ორგანიზაცია საუბრობს, თუმცა საკითხავია ლიდერობაზე როგორც ქმედებაზე საუბრობენ თუ როგორც წოდებაზე? 

2.     ლიდერობა არის ქმედება, ყოველდღიური გამოვლინება ნებისმიერი თანამშრომლისგან და არა მინიჭებული წოდება, რომელიც მუდამ გაჰყვება ადამიანს. 

3.     ლიდერობა განისაზღვრება ქცევებით, როგორიცაა სხვების წახალისება, სამართლიანობა, გულწრფელობა, გუნდურობაზე ზრუნვა და ა.შ. ამის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანს მიანიჭო ლიდერის წოდება. 

4.     ლიდერობის წახალისება აუცილებელია აბსოლუტურად ყველა თანამშრომელში, რაც შედეგად კომპანიის ზრდას და განვითარებას მოიტანს

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
19 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები