როგორ მივაღწიოთ დიდ საქმეებს მცირე ნაბიჯებით?

როგორ მივაღწიოთ დიდ საქმეებს მცირე ნაბიჯებით?


ხშირ შემთხვევაში, დიდი საქმეების მასშტაბურობა, იქნება ეს ბიზნესის დაწყება, ახალი სამსახურის ძიება, თუ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, შიშს იწვევს ადამიანებში. 

არსებობს ჩინური გამოთქმა, რომ 1000 კილომეტრიანი გზაც კი ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. ნებისმიერი დიდი საქმის დაწყება პატარა ნაბიჯებით იწყება. თუ თქვენ ოცნება გაქვთ, რომ მილიონი ლარი შეაგროვოთ, ჯერ ერთი ლარის შეგროვება უნდა შეძლოთ. თუ თქვენ არ დაიწყეთ დიდი მიზნებისთვის მცირე ნაჯიბების გადადგმა, მუდამ რაღაცის მოლოდინის რეჟიმში იქნებით.  

მთავარი რჩევა, რისი მოცემაც შეგვიძლია, ისაა, რომ არ არის აუცილებელი თავიდანვე დაგეგმოთ ყველაფერი. გამოყავით პირველი ნაბიჯები, რისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს. მაგალითად, თუ თქვენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გინდათ, რა გიშლით ხელს რომ ჰარვარდის საიტზე შეხვიდეთ და ინფორმაცია მოიძიოთ, რა გჭირდებათ ამისთვის? თუ მარათონში შეჯიბრს გეგმავთ, დაიწყეთ უბრალოდ სიარულით, დიეტის დაწყება თუ გსურთ, უარი თქვით იმ ერთ ნაჭერ ნამცხვარზე. ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯების ერთობლიობას დიდ შედეგებამდე მივყავართ. 

პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ დაიწყეთ გამოცდილი ადამიანების, ექსპერტების მოსმენა. ნუ ეცდებით, გამოიგონოთ ველოსიპედი, აუცილებლად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ კონკრეტული გზა გავლილი, გამოიყენეთ მათი გამოცდილება. აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით რთული ქმედებები ძალიან მარტივი აღმოჩნდება თქვენთვის. 

რაღაც ეტაპის დასრულების შემდეგ იგივე პრინციპით გააგრძელეთ წინსვლა, გამოყავით შემდგომი ქმედებები, რაც უნდა განახორციელოთ და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ შორს წასულხართ, განვითარდით და თქვენს მიზანს უახლოვდებით. რა თქმა უნდა, ყველა საქმე ერთნაირი წარმატებით ვერ გამოგივათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქმედება უნდა შეწყვიტოთ. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
1 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

როგორ დავიწყოთ პარალელური საქმე ძირითად საქმიანობასთან ერთად?

ადამიანებს ხშირად სურთ, რომ სამსახურის პარალელურად სხვა საქმეც აკეთონ, თუმცა, არ იციან საიდან დაიწყონ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები