როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
ოფიციალურად ლიტერატურაში, მაჯლაჯუნები შემზღუდავ რწმენებს, რწმუნებულებებს ნიშნავს.
პირველ რიგში, მაჯლაჯუნები არიან ფარული ხელის შემშლელები, მათ შეიძლება შინაგანი ხმაც ვუწოდოთ, რომლის ხელწერაცაა იმის მტკიცება, რომ რაღაც არ გამოვა, რაღაცას ვერ მივაღწევთ, იქნება ეს წონაში დაკლება, ახალი ბიზნესის წამოწყება, ახალი სამსახურის მოძიება, თამბაქოზე უარის თქმა თუ სხვა.
ზოგი მაჯლაჯუნა გვეუბნება, რომ რაღაც ჯერ ვერ გამოვა, ზოგი ამბობს, რომ უკვე აღარ გამოვა, ჩვენი უნარებით არ გამოვა, ჩვენგან ბიზნესმენი არ გამოვა და ა.შ..
პრაქტიკულად, ყველა მიზნის მიღწევაში სწორედ ეს ნეგატიური ფიქრები და შემზღუდავი რწმენები გვიშლის ხელს. ადამიანები არა თუ ვერ აღწევენ ამის გამო მიზნებს, ზოგი არც კი ცდილობს რაიმეს დაწყებას. თქვენ ხშირად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც სურს, რომ დანაზოგი გააკეთოს, თამბაქოს თავი დაანებოს, სამსახური შეიცვალოს, მუშაობა დაიწყოს, დიეტა დაიცვას მაგრამ, საერთოდ არაფერს აკეთებს ამისთვის.
მაჯლაჯუნებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ. ჩვენ ყველას ჩვენი მაჯლაჯუნები გვყავს, რომლებიც ბავშვობიდან მოგვყვებიან და კარგად გვიცნობენ. მათ იციან ჩვენი ყოველი მარცხი, სუსტი მხარე, მწარე გამოცდილება და როდესაც ჩვენ ვიწყებთ ფიქრს რაიმეს შეცვლაზე, ისინი გვახსენებენ ამ ყველაფერს ჩვენს წინააღდეგ, საკმაოდ წარმატებით იყენებენ და ჩვენში დემოტივაციასაც იწვევენ. ამას არგუმენტირებულ მაჯლაჯუნებსაც კი ვუწოდებთ.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ მაჯლაჯუნები ლოგიკურად, დასაბუთებულად არ მსჯელობენ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სამსახურში დაწინაურებისთვის გარკვეულ საკითხებში ცოდნა გაკლიათ და ამისთვის კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოთ, ეს საღი აზრია და ამას შემზღუდავ რწმენებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაჯლაჯუნები ყოველგვარი ლოგიკისა და დასაბუთების გარეშე გვეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოგვივა და გვახსენებენ წარსულის მწარე მაგალითებს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ მაჯლაჯუნა გველაპარაკება? ის არასდროს გვიბიძგებს მოქმედებისკენ და ეწინააღმდეგება ცვლილებებს. მას ერთგვარი კომფორტის ზონა აქვს ჩვენს გარშემო შექმნილი და მუდამ იქ დარჩენისკენ გვექაჩება. ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სწავლა, კარიერული განვითარება - ამ ყველაფერზე უარის თქმას სწორედ მაჯლაჯუნები გვაიძულებენ.
როგორ უნდა შევებრძოლოთ შემზღუდავ რწმენებს?
პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ რატომ არიან მაჯლაჯუნები ასეთი ძლიერები? როგორც აღვნიშნეთ, ისინი ჩვენი კომფორტის ზონას ქმნიან, კომფორტის ზონაში დარჩენა კი ადამიანებისთვის ყველაზე მარტივი ქმედებაა, ან უმოქმედობა. შემზღუდავი რწმენები „გვიცავენ“ რისკებისგან და ახალი საფრთხეებისგან, თუმცა ხელს გვიშლიან პიროვნულ განვითარებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გვაზარალებენ.
ყველა გადაუდგმელი ნაბიჯი, გაჩერებული საქმე, უმოქმედობა აძლიერებს მაჯლაჯუნებს. ისინი ერთ დიდ სისტემას წარმოადგენენ და ერთი მაჯლაჯუნის გამარჯვება ავტომატურად სხვების გაძლიერებას ნიშნავს. მთავარი საბრძოლო იარაღი მათ წინააღმდეგ მოქმედებაა, მათთან პოლემიკაში შესვლას აზრი არ აქვს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ისინი ლოგიკურად არ მსჯელობენ. ისინი აზროვნების ჩიხს წარმოადგენენ, რომლებიც ჯიუტად, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ, რომ რაღაც არ გამოგვივა და ამის წინააღდეგ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯიც კი დიდი გამარჯვებაა ჩვენს მაჯლაჯუნებზე.
ადამიანს, რომელმაც დილით ივარჯიშა, მეტი შანსი აქვს, რომ სამსახურში ხმა ამოიღოს, მეტი შანსი აქვს, რომ საყვარელ ადამიანს გამოუტყდეს სიყვარულში. ყველა გაბედულ ნაბიჯს შემდგომი გაბედული ნაბიჯები მოყვება და პირიქით, ყველა გამარჯვებულ მაჯლაჯუნას სხვა გამარჯვებული მაჯლაჯუნები.
ჩვენი მაჯლაჯუნები მთელი ცხოვრება თან დაგვყვებიან, თუ ჩვენ ვვითარდებით ისინიც ვითარდებიან, თუ ჩვენ ვმოქმედებთ, ისინი სუსტდებიან, მაგრამ ყოველთვის პოულობენ დემოტივაციის ახალ გზებს. თუ ვმარცხდებით, ისინი ძლიერდებიან.
ამიტომ, ყოველდღიურად, ყველა სფეროში უნდა ვებრძოლოთ შინაგან შემზღუდავ რწმენებს, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და არასდროს შევწყვიტოთ მოქმედება და წინსვლა.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .
ადამიანებს ხშირად სურთ, რომ სამსახურის პარალელურად სხვა საქმეც აკეთონ, თუმცა, არ იციან საიდან დაიწყონ. . . .