მილენიალების თაობა

მილენიალების თაობა


მილენიალები ანუ ათასწლეულის შვილები, არის თაობა რომელიც დაიბადა 80-იანი წლების დასაწყისიდან და პროფესიულ სიმწიფეს მიაღწია ახალ ათასწლეულში. სწორედ ამიტომ ვეძახით მათ მილენიალებს. ისინი ტექნოლოგიების თანხლებით გაიზარდნენ და, შესაბამისად, ბევრ რამეს განსხვავებულად უყურებენ ვიდრე მათი წინა თაობა.

განსხვავება მილენიალებსა და უფროს თაობას შორის ძალიან ბევრია და სწორედ ამიტომ სამუშაო კულტურაში ხშირად იქმნება პრობლემები. ამ საკითხის შესწავლისას ერთ საინტერესო მოსაზრებას წავაწყდით და აღმოვაჩინეთ, რომ კბილების რაოდენობის საკითხი ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი ყოფილა.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ვითარდება და მათ შორის ერთ-ერთი რაც იცვლება არის კბილების რაოდენობა. ვისაც გყავთ შვილები, მილენიალი მეგობრები შეიძლება იცოდეთ, რომ ყველა ახალგაზრდას აღარ ამოსდის სიბრძნის კბილები. თუ ამოსდით ექმნებათ პრობლემები და ამოღება ხდება საჭირო, რადგან ყბაში აღარ ეტევათ.

ერთი შეხედვით უცნაურია თუ რა კავშირშია კბილების რაოდენობა მენეჯმენტთან. რეალურად კი პირდაპირ კავშირშია. ევოლუცია მხოლოდ კბილების რაოდენობით და გარეგნული ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ის, პირველ რიგში, ზემოქმედებს ადამიანის ტვინზე.

ძველი თაობის წარმომადგენლები, ანუ 32 კბილიანები, უნდა იაზრებდნენ, რომ არსებობენ 28 კბილიანები, ანუ  ევოლუციის შემდეგი ნაბიჯის წარმომადგენლები. ეს ხალხი განსხვავდება გაცილებით მეტი რამით, ვიდრე კბილების რაოდენობით.

ხშირად, მენეჯმენტის ლექციებზე თუ სემინარებზე ვიმეორებთ თუ როგორ შეიძლება 32 კბილიანი უფროსი იგებდეს 28 კბილიანი თანამშრომლის მოსაზრებას და პირიქით, როგორ მიიღებს მილენიალი უფროსი თაობის კომენტარს, დავალებას თუ უკუკავშირს.

გამომდინარე იქიდან, რომ მილენიალები ევოლუციის ნაწილი არიან, მნიშვნელოვანია 32 კბილიანებმა გავიაზროთ, რომ არსებობს 28 კბილიანებთან ურთიერთობის გამოწვევები და დავინახოთ შესაძლებლობები.

გვინდა სამ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ფაქტორს გავუსვათ ხაზი.

  1. პირველი არის დრო. მილენიალებისთვის დრო სხვანაირად გადის. 32 კბილიანისთვის კონკრეტული საკითხი ერთი კვირით რომ გადაიდოს საერთოდ არ არის პრობლემა. მილენიალისთვის ერთი კვირა არის უდიდესი დრო. და თუ მენეჯერი რაღაც საკითხის ერთი კვირით გადადებას სთხოვს, ის ჩათვლის, რომ ამ საკითხის შესრულება საჭიროც აღარ არის. იგივე ვრცელდება დავალებაზე. რასაც 32 კბილიანი შეასრულებდა 2-3 კვირაში, მილენიალებს შეუძლიათ შეასრულონ 2-3 დღეში. შეიძლება ხარისხობრივი პრობლემა შეიქმნას, მაგრამ ეს პრობლემა არც 2-3 კვირის შემთხვევაში გამოირიცხებოდა.  
  2. მეორე საკითხი არის დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან და სიახლეებთან. ცხადია, ევოლუცია იწვევს იმას რომ მილენიალები არიან მონდომებულები, რომ განსხვავებული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ თუ 32 კბილიანები მიჩვეულები არიან ერთი და იგივე საქმის კეთებას და დადგენილ სტანდარტებში მოქმედებას, მილენიალებს ეს პირიქით ნერვებს უშლის და  ურჩევნიათ სიახლეებზე და განსხვავებულ პროექტებზე იმუშაონ.
  3. მესამე საკითხი არის მათი დამოკიდებულება ზოგადად სამსახურის მიმართ. მილენიალებს საკმაოდ დაბალი კორპორაციული პატრიოტიზმი აქვთ. დიახ, მათ უნდათ კარგი საქმის კეთება, მოტივირებულებიც არიან, მაგრამ კომპანიის ლოგოზე და დასახელებაზე ბმა აქვთ ძალიან დაბალი.

ნებისმიერი მილენიალი ხვალ თუ უკეთეს სამსახურს ნახავს აუცილებლად გადავა და ვერც მიხვდება ეს რატომ არ უნდა ქნას, მაშინ, როდესაც 32 კბილებიანი ამ ქმედებას ღალატად და ცუდ ტონად განიხილავენ.

შეჯამებისთვის გვინდა გითხრათ, რომ ასეთი განსხვავება ძალიან ბევრია. რაც დრო გავა გუნდში მილენიალების რაოდენობა გაიზრდება. წინა თაობის წარმომადგენელი მენეჯერები კი ვალდებულებიც კი არიან, რომ განვითარდნენ და გაიზარდონ, ისწავლონ თავიანთი თანამშრომლების მახასიათებლები, თუ რა ამოვიტირებთ მათ და როგორი მუშაობის სტილი აქვთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ერთობლივად განვითარებას და წარმატების მიღწევას.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები. თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის . . .

ვის ვუყვარვართ?

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით. . . .

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები