ვის ვუყვარვართ?

ვის ვუყვარვართ?


ამ თემაზე ფიქრი ინტენსიურად დავიწყე ჩემ მეგობართან საუბრის შემდეგ. ამ ადამიანს ძალიან მასიური ცვლილებები ჰქონდა ცხოვრებაში,  როგორც ეს ხშირად ხდება შუახნის პერიოდში და ძალიან თვითკრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ. ამბობდა, რომ არაფერი გამოუვიდა, ყველაფერს არასწორად აკეთებდა, არაფერი დაულაგდა და ა.შ.

საუბრისას ვთხოვე გაეხსენებინა ადამიანები თუ ვის უყვარდა ის. ვეცადეთ ლაპარაკი პოზიტიურად წარმართულიყო. რამდენიმე ადამიანი გაიხსენა და ღიმილიც კი მოჰგვარა მათზე ფიქრმა. საინტერესო ის იყო, რომ ამ სიაში საკუთარი თავი არ დაუსახელებია.

გვესმის, რომ როდესაც ფიქრობთ იმ ადამიანებზე ვისაც უყვარხართ საკუთარი თავი შეიძლება არ გაგახსენდეთ, რადგან სხვებზე ფიქრობთ. მაგრამ, რეალურად რამდენად გიყვართ საკუთარი თავი და ამ სიაში პირველი ხართ თუ არა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საუბრისას აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, რომ არ აქვს შეგრძნება საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის, არ უფრთხილდება თავს.

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით.

ყველას გვაქვს თავმოყვარეობას, საკუთარი თავის პატივისცემაც, მაგრამ ხანდახან გავიწყდება, რომ ეს ადამიანი, ჩვენი თავი, ჩვენ ჩაგვბარდა, მისი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ და თუ ვერ მოვახერხეთ, რომ ის შევიყვაროთ გაგვიჭირდება სხვას შევაყვაროთ თავი.

გიყვარდეთ საკუთარი თავი, იგრძენით მისგან მხარდაჭერა, ძალიან ზედმეტ თვითკრიტიკაში ნუ გადახვალთ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები. თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის . . .

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. . . .

რა ვუპასუხოთ შვილს, როცა "გამოგვეტირება" და სამსახურში "არ გვიშვებს"?

მშობლებისთვის ნაცნობი პრობლემაა ბავშვის გამოტირება სამსახურში წასვლის წინ. შვილები ხშირად გთხოვენ, რომ არ წავიდეთ სამსახურში და დავრჩეთ მათთან სახლში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები