რა ამოტივირებს თანამედროვე ადამიანს?

რა ამოტივირებს თანამედროვე ადამიანს?


დასაწყისისთვის განვიხილოთ ჩვენ მიერ შემუშავებული მოტივაციის მოდელი. 

წარმოიდგინეთ ფიალა, რომელიც სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. სავსე ფიალა გამოხატავს „გაგიჟებულს“ ანუ ძალიან მოტივირებულ ადამიანს, ცარიელი ფიალა გამოხატავს ტერმინს „გადაგწვავთ“, რა დროსაც თანამშრომელი იმდენად დემოტივირებულია, რომ მზად არის ყველგან გალანძღოს თავისი კომპანია, ფინანსურ თაღლითობაზეც კი წავიდეს და უჩივლოს კომპანიას, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ნახევრად სავსე ფიალა კი გამოხატავს ზომიერად მოტივირებულ თანამშრომელს. 

ყველა  მენეჯერების ამოცანაა თანამშრომლების ფიალა საშუალო დონეზე შეინარჩუნონ. ამ დროს ადამიანს აქვს წარმატებული კარიერა, პირადი ცხოვრება, სწორად ანაწილებს თავის დროს ოჯახსა და სამსახურს შორის და წარმატებას თუ წარუმატებლობას რაციონალურად აფასებს.

მოტივაციის პირდაპირი მტერი არის დემოტივატორები. წარმოიდგინეთ, მოტივაციის ფიალას გაუჩნდა ხვრელები, რომლებიც ცლის მას მოტივაციის სითხისგან. ხვრელების გაჩენის მიზეზი ბევრნაირია: სამსახურში უსამართლო მოპყრობა, არასაკმარისი ანაზღაურება, პირადი პრობლემები, ჯანმრთელობა და ა.შ. 

თუ მენეჯერმა არ ამოქოლა ეს ხვრელები, თანამშრომლის მოტივაციას, რომელსაც ხელს უშლის დემოტივატორები, აზრი ეკარგება. ხშირია მაგალითი იმისა, რომ დილით დამოტივირებული ადამიანი საღამომდე მოტივაციას ვერ ინარჩუნებს. 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა ისხმება ამ ფიალაში. მოტივაციის თეორიის თანამედროვე მოდელის მიხედვით ხსენებულ ფიალა სამნაირი სითხით ივსება.

  1. პირველ სითხეს შეგვიძლია ვუწოდოთ ავტონომია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს სურს, თავის სამსახურში იყოს ავტონომიური და ანდონ საქმე. შესაბამისად, თანამედროვე ადამიანში მოტივაციას ნაწილობრივ იწვევს ნდობა და ავტონომიურობა. რა თქმა უნდა, კომპანიაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი ვერ იქნება რიგითი თანამშრომელი, თუმცა კონკრეტულ საკითხებში, რომელიც მას აბარია, უნდა ჰქონდეს იმის განცდა და ლეგიტიმაცია, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.
  2. მეორე კომპონენტი, რომელიც ისხმება ამ ფიალაში, არის დახელოვნება. ეს არის ყოველდღიურად რაღაცების სწავლა. ადამიანი, რომელსაც თავის საქმე მოსწონს, დაინტერესებულია, რომ ყოველდღე ახალი რამ ისწავლოს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დახელოვნება არ გულისხმობს მხოლოდ რაღაცის სწავლას. სკოლის მოსწავლეებს ხშირად არ ესმით, რატომ სწავლობენ წილადებს და რაში გამოადგებათ ამის ცოდნა. თანამშრომელსაც თუ არ ესმის რისთვის ვასწავლით ან ვავალდებულებთ ტრენინგებზე დასწრებას, ეს პირიქით დემოტივაციასაც კი გამოიწვევს. დახელოვნება გულისხმობს, რომ ადამიანი თავისი გონებით და გადაწყვეტილებით მივიდა რაღაცის სწავლის საჭიროებამდე.
  3. მესამე ინგრედიენტი არის სიამაყე. თანამედროვე ადამიანი იქნება მოტივირებული იმ შემთხვევაში, თუ ეამაყება რასაც აკეთებს.

მენეჯერების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თუ ადამიანი მარტის თვეში თავს ავტონომიურად გრძნობდა, ყოველდღიურად სწავლობდა ახალ რაღაცეებს და ამაყობდა თავისი საქმიანობით, ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ამ თანამშრომელს ყველაფერი რიგზე ექნება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ფიალის მოდელი ამბობს, რომ ყოველკვირეულად იცვლება სამუშაო პროცესი. შეიძლება თანამშრომელთან მოუვიდეს კონფლიქტი და ავტონომიურობას ვეღარ გრძნობდეს, მისი პროექტის შესახებ მიიღოს არასასიამოვნო უკუკავშირი და აღარ ამაყობდეს თავისი საქმით. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დემოტივატორების აღმოფხვრა და მოტივაციის შემოწმება დინამიური პროცესი იყოს. 

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები