რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?


ხშირად გვიფიქრია, რომ არ არის საჭირო კონკრეტულ საკითხებზე სხვების მხრიდან ყურადღების გამახვილება, რადგან ისედაც ვიცით ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვიცით, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ხშირად ჩვენი მენეჯერისგან და კოლეგისგან ვისმენთ უკუკავშირს და მათ უბრალოდ ვეთანხმებით, რადგან ახალს არაფერს გვეუბნებიან საკუთარ თავზე. 

თუმცა, სტატისტიკურად ასეთი ტიპის უკუკავშირები 55%-ს შეადგენს. დარჩენილი 45% არის ის, რაზეც არასდროს გვიფიქრია. ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი უკუკავშირები. მაგალითად, მენეჯერმა აღმოაჩინოს, რომ კარგი პროექტ მენეჯერის, გაყიდვების, მოლაპარაკებების უნარები გვაქვს, რაც ჩვენს თავში აქამდე არ აღმოგვიჩენია. ეს 45% შედგება დამალული პოტენციალისგან, ან ხელისშემშლელი ფაქტორებისგან, რომლებიც სხვებმა დაინახეს ჩვენში. 

დაფიქრდით თქვენს მენეჯერებზე, თქვენს კოლეგებზე, თქვენს დაქვემდებარებულებზე, იცით თუ არა რაიმე საკითხი მათ შესახებ, რომლის ცვლილებაც მათ მეტ წარმატებას მოუტანს და იქნებიან უფრო პროდუქტიულები.

ადამიანები, როგორც წესი, არასწორად აღვიქვამთ ჩვენს შედეგებს. მაგალითად, ჩატარდა კვლევა ორ IT კომპანიაში, რა დროსაც პროგრამისტებს სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი თავები და ჰკითხეს, შედიოდნენ თუ არა საუკეთესო 5%-ში. პირველ კომპანიაში 32%-მა მონიშნა დადებითი პასუხი, ხოლო მეორე კომპანიაში 42%-მა.  ეს ნიშნავს, რომ 100 პროგრამისტიდან 32-მა თქვა რომ შედიოდა 5 საუკეთესოში, სადაც მხოლოდ 5 ადამიანი შეიძლება იყოს, მეორე კომპანიაში კი 42-მა ადამიანმა დაიკავა 5 ადამიანის ადგილი. 

საკუთარი თავის არასწორად შეფასების ფაქტებს საკმაოდ გაზომვად სამუშაო სიტუაციაშიც შეხვდებით. მაგალითად გაყიდვების თანამშრომელი, რომელიც რეიტინგით მეათე ადგილზეა, მაინც იტყვის, რომ საუკეთესო ხუთეულში შედის და მოაყოლებს ახსნას, რომ სხვას უკეთესი პორტფელი აქვს, მაგრამ მუშაობით ის უკეთესად მუშაობს.  უკუკავშირი კი აძლევს ადამიანებს საშუალებას, უფრო კარგად დაფიქრდნენ საკუთარ თავზე,  შედეგებზე და უფრო რეალურად აღიქვან საკუთარი მუშაობა. 

უკუკავშირი გვეხმარება, დავინახოთ ჩვენი ქცევა სხვადასხვა პერსპექტივიდან. მოვუსმინოთ ჩვენთვის ავტორიტეტულ ადამიანებს და მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ საკუთარი თავის შეფასებისას. 

გამოკითხვის თანახმად, რა დროსაც 100-მდე კომპანიის რამდენიმე ათას თანამშრომელს დაუსვეს შეკითხვა, ისურვებდნენ თუ არა, მეტი ინფორმაცია მიეღოთ საკუთარ თავზე, ერთის მხრივ, რა გამოსდით კარგად და, მეორეს მხრივ, რა შეიძლება გაეკეთებინათ კიდევ უფრო უკეთესად,  96%-ს დადებითი პასუხი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ნამდვილად აინტერესებთ სხვების თვალით დანახული თავიანთი თავი. 

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ სხვა ადამიანების აზრის მოსმენა, გქონდეთ მიმღებლობა და სწორად აწონ-დაწონოთ მიღებული ინფორმაცია. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ქეთევან ტყავაძე — კონტენტის ავტორი
23 იანვარი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .

რომელ "სამ სპილოს" ეყრდნობოდა ძველი მენეჯმენტი და რატომ აღარ გამოდგება ისინი დღეს?

ალბათ იკითხავთ რა კავშირშია ერთმანეთთან სპილო და მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ფუნდამენტურ დასაყრდენს ვგულისხმობთ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები