რამდენად პროდუქტიულია ბევრი საქმის ერთად კეთება

რამდენად პროდუქტიულია ბევრი საქმის ერთად კეთება


პროდუქტიულობასთან დაკავშირებით არსებობს მსოფლიოში  გავრცელებული შეცდომა. თუ გახსენდებათ, რომ გეთქვათ, ან კოლეგას ეთქვა - „იმდენი საქმე მქონდა დღეს, ორ ტელეფონზე ერთად ვსაუბრობდი, თან იმეილებს ვკითხულობდი, თან კოლეგას ვცემდი პასუხებს. ასეთი დატვირთული და პროდუქტიული დღე მქონდა.“ 

ვაღიარებთ, რომ ბევრჯერ გაგვიკეთებია და გვითქვამს ასეთი რამ.

პროდუქტიულობის სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ მუშაობაზე არაპროდუქტიული პრაქტიკულად არაფერია.

ანუ, ე.წ. "მალთითასქინგი" - მრავალი ამოცანის ერთად შესრულება, არის პროდუქტიულობის მთავარი მტერი.

ამის ორი მიზეზი არსებობს.

ერთი მიზეზია სტრესის ხარისხი. როდესაც ერთი საქმიდან მეორეზე ყურადღების გადართვა ხდება, ამ დროს გენერირდება ჭარბი სტრესი. თქვენ თუ მოახერხებთ, რომ ორ წუთში ერთხელ გადაერთოთ სხვადასხვა საქმიანობაზე, სტრესის დონე დღის განმავლობაში ძალიან მაღალი გექნებათ.

ყველას გვქონია გამოცდილება, რომ დღე მთავრდება, თითქოს შედეგიანი დღე არ ყოფილა, მაგრამ ხართ გათანგული და გადაღლილი - ეს არის ამ სტრესის შედეგი.

"ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებს ხშირად ვეუბნებით - არის დღეები, როცა ძალიან ბევრი საქმე გააკეთეთ და არ ხართ დაღლილი. ეს ის დღეებია, როცა ხართ კონცენტრირებული და საქმეს რიგითობით აკეთებთ.

მეორე მიზეზი, რატომაც „მალთითასქინგი“ პროდუქტიული არ არის, არის მეტი დრო, რომელიც თითო ამოცანის შესრულებას სჭირდება. ჩვენ ყველას გამოგვიცდია, დოკუმენტს თუ ყურადღებით „ჩავუჯდებით“  საკმაოდ მოცულობითი საქმე შეიძლება 10 წუთში დავამთავროთ. ასევე, ყველას გვქონია გამოცდილება, რომ ერთი და იგივე დოკუმენტი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში გედოთ წინ იმიტომ, რომ 100-ჯერ შეგვაწყვეტინეს რედაქტირების პროცესი და გონება სანამ დაუბრუნდება კონცენტრაციის მდგომარეობას, იხარჯება დრო.

რჩევა, რომელსაც დროის მართვის ყველა მეთოდოლოგია გვაძლევს არისის, რომ დაყოთ დღე შუალედებად, ზოგი 15 წუთიან შუალედებს გვირჩევს, ზოგი 25 წუთიანს. თქვენ უკეთ იცით, რომელია უკეთესი თქვენთვის. მთავარია, ამ შუალედებში აკეთოთ ერთი საქმე და იყოთ აბსოლუტურად მასზე კონცენტრირებული.

შეიძლება თქვათ, რომ კოლეგები, ხელმძღვანელები, თუ დამკვეთები არ გაცდიან ასე მუშაობას.

თუ თქვენ მომსახურების სფეროში ხართ, რა თქმა უნდა, რთული მოსახერხებელი იქნება, რომ თქვენი დრო თავად დაალაგოთ. სხვა ყველა შემთხვევაში, გაცდენების და ამოვარდნების უმეტესობა არის თქვენი საკუთარი მიზეზით და არა სხვა ხალხის მიზეზით.

ამიტომ ღირს,  რომ შეეცადოთ და ისწავლოთ კონცენტრირებული მუშაობა.

დღეში 5-ჯერ მაინც რომ მოახერხოთ კონცენტრაცია, ის დღე ძალიან გამორჩეული შედეგებით დამთავრდება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
28 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები