როგორ გამოვნახო დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის „იატაკზე“ დელეგირების მეთოდით

როგორ გამოვნახო დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის „იატაკზე“ დელეგირების მეთოდით


დელეგირება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი, განსაკუთრებით დამწყები მენეჯერებისთვის. თუმცა გამონაკლისი არც გამოცდილი მენეჯერები არიან, ისინიც ხშირად იჭედებიან საქმეების მრავალფეროვნებაში და ვერ ხვდებიან რა დაადელეგირონ და რა დაიტოვონ. 

თქვენ თუ დაწინაურებაზე ფიქრობთ და გინდათ, რომ საუკეთესო თანამშრომელი იყოთ, თქვენი ხელმძღვანელი უნდა გხედავდეთ, როგორც დამატებითი საქმის მიმღებს. ანუ ყველა აღმავალი თანამშრომელი პერიოდულად მიდის თავის ხელმძღვანელთან, შეიძლება პირადად, შეიძლება შეხვედრაზე, და მზაობას გამოთქვამს, რომ დაივალებს ახალ საქმეს - უფრო მაღალ გაყიდვების გეგმას, ახალი პროექტებს ჩაბარებას და ა.შ. თითქოს ამ ადამიანებს აქვთ დამატებითი დრო და მზად არიან მიიღონ ახალი საქმე.

საიდან აქვთ ეს დრო? რატომ არ არიან დატვირთულები? ერთი პასუხია, რომ ისინი ადელეგირებენ საქმეებს. პირველი რასაც პროდუქტიული ხალხი აკეთებს, რაც დელეგირებადია ყველაფერს ადელეგირებს. მათ ჰყავთ კოლეგები, კონტრაქტორები, პროექტის გუნდის წევრები და საქმეებსაც შესაბამისად ანაწილებენ. თუმცა, არის სიტუაცია როცა ვერ დელეგირდება ამოცანა, ასევე ვხედავთ, რომ უფროსის ჯამში (ან პროექტის ჯამში) ბევრი საქმეა და ჩვენი ჯამიც საკმაოდ დატვირთულია. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ახალი საქმეების დამატებაა საჭირო? 

სწორედ ამ დროს შემოდის „იატაკზე დელეგირება“. ეს ნიშნავს, რომ რაღაც საქმე უნდა ავიღოთ კარგად შევათვალიეროთ, შევაფასოთ და უბრალოდ გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ამას აღარ გავაკეთებთ.  

ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, უცნაურიც არის და წინააღმდეგობებსაც გამოიწვევს, რომ ესე უბრალოდ საქმის გაკეთებაზე უარის თქმა არასწორია. სწორედ აქ იმალება გასაღები, ყველაფერი, რაც თქვენს ჯამშია არაა გასაკეთებელი. შეიძლება კონკრეტული საქმე ადრე დაგავალეს იმიტომ, რომ მაშინ ეს აქტუალური და პრიორიტეტული იყო, შეიძლება ადრე ამ საქმის ავტომატიზაცია შეუძლებელი იყო და ახლა შესაძლებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზაციის და თანამშრომლის განვითარება სწორედ ასე მიმდინარებს - ძველ, არასაჭირო საქმეებზე უარის თქმა და ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება. პერიოდულად საქმეები თუ არ გადააფასეთ, შეიძლება, ვერც მიხვდეთ, რომ დროა კონკრეტულ დავალებებს დაემშვიდობოთ და ჯამში ახალი საქმეებისთვის გამოათავისუფლოთ ადგილი.  

პრიორიტეტების დადგენის ერთ-ერთი მეთოდი არის, რომ გრძელვადიანი მნიშვნელობით შევხედოთ საქმეებს.

ჯამში არსებული საქმეების შეფასებისას თუ აღმოაჩენთ, რომ რაღაც შეიძლება გადადოთ და დრო გამოათავისუფლოთ, ეს საქმე უნდა გადაიდოს. თუ ისეთი ხელმძღვანელი გყავთ, რომელსაც უნდა, რომ შეუთანხმოთ თქვენი საქმეების ცვლილებები, შესთავაზეთ ეს მიდგომა. როდესაც აუხსნით, რომ გინდათ ახალ პროექტში ჩაერთოთ და ამისთვის არაპრიორიტეტული საქმეები ამოიღოთ თქვენი ჯამიდან, არ აქვს მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილებას დადებითი თუ უარყოფითი პასუხი მოჰყვება, საუბარი აუცილებლად პოზიტიურად შედგება.  

არაფერზე უარი თუ არ თქვით ვერაფერს დაიმატებთ და რა დაგემართებათ? რუტინაში გაეხვევით და სამი წლის წინ რა საქმეც დაგავალეს, იგივეს კეთება მოგიწევთ ახლაც.  

გადახედეთ თქვენს სამუშაო პროცესებს, ხომ არ აკეთებთ ისეთ რაღაცებს, რომლის კეთებაც საჭირო აღარ არის. ასეთი საქმეების შეთანხმებულად მოშორებას ჰქვია “იატაკზე დელეგირება.” ყველაზე კარგი კი ის არის, რომ თქვენ თავს როცა გამოუტყდებით, რომ რაღაცას აღარ გააკეთებთ სიმშვიდე და კომფორტი დაისადგურებს თქვენს თავში, რაც დაგეხმარებათ ახალი საქმეები უფრო პროდუქტიულად გააკეთოთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
29 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები