მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ თუ რას წარმოადგენს 10 000 საათის წესი. ექსპერტები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ერთ საქმეში დახელოვნდე და გახდე პროფესიონალი, საჭიროა 10 000 საათი
მექანიკურად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს პრინციპი, მაგრამ მოდი ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და დავიანგარიშოთ რამდენია 10 000 საათი,
განვიხილოთ ყოველდღიური სამუშაო სიტუაცია. სამსახურში მიხვედით და გევალებათ სასწავლო ვიდეოები ჩაწერა, რეპორტების წერას, მოლაპარაკებების წარმოება. წელიწადში 2 000 საათი ეთმობა სამუშაო დროს, ჩვენ რომ ეს 2 000-ივე საათი დავუთმოთ ერთი, კონკრეტული საქმის კეთებას, გამოდის, რომ ამ მონაცემებით 5 წელიწადში იქნებით ამ საქმის პროფესიონალი.
ადამიანი, რომელიც 5 წელი უწყვეტად ატარებს ტრენინგებს, ვითარდება და მოტივირებულია, საბოლოოდ ის ამ საქმის ოსტატი გახდება.
განათლების მიღების თვალსაზრისით, ბაკალავრიატში სწავლა გრძელდება 4 წელი, ხოლო მაგისტრატურაზე 2 წელი. საზღვარგარეთ სწავლის ხანგრძლივობა უკვე 3 და 1 წელიწადზეა ჩამოსული და სწორედ ამ 10 000 საათის პრინციპზე დაყრდნობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. განათლების მიღებაშიც ითვლება, რომ ადამიანი, რომელიც კონკრეტული დისციპლინის სწავლას 10 000 საათს დაახარჯავს, საბოლოოდ ის დახელოვნებულია ამ საკითხში. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ შემთხვევით არ არის, რომ დიპლომს აწერია Master.
და განვიხილოთ მესამე ვარიანტი, როდესაც მუშაობთ კონკრეტულ სამსახურში, მაგრამ გაქვთ თქვენი ოცნებები და მიზნები, გული მიგიწევთ რომ გახდეთ მაგალითად, ცნობილი ფოტოგრაფი, ან დაწეროთ წიგნი, ტრენინგები ჩაატაროთ, გახდეთ ლანდშაფტების დიზაინერი და ა.შ. რა გამოლევს ოცნებებს. 10 000 საათის წესი გვეუბნება, რომ სწორედ ეს დრო უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ პროფესიონალები გავხდეთ კონკრეტულ საქმეში.
ახლა კი ვნახოთ კვირაში რამდენი საათი შეგიძლიათ, რომ გამოყოთ ახალი, სასურველი საქმის შესასწავლად. ჩავთვალოთ, რომ ადრე დგებით და 1 საათს უთმობთ კითხვას და თეორიული ცოდნის მიღებას. თუ ყოველ დილით ვკითხულობ გამოდის რომ კვირაში 5 საათს უკვე ვუთმობ ახალი საქმის შესწავლას. ვთქვათ გყავთ მენტორი, მასწავლებელი, რომელიც შაბათ დღეს ლანდშაფტის დიზაინზე გამუშავებთ. გამოდის, რომ კვირაში გამოყოფილი გაქვთ 10 საათი. წელიწადში 52 კვირაა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 500 საათს უთმობთ საყვარელი საქმის შესწავლას. 10 წელიწადში 5 000 საათი და 10 000 საათი 20 წელიწადში დაგიგროვდებათ. დღეს რომ დაიწყოთ საყვარელი საქმის შესწავლა, ძალიან ნელი ტემპით გახდებით ოსტატები.
20 წელი შეიძლება გებევრათ, მაგრამ თუ მოტივირებული ხართ, თავისუფლად შეიძლება რომ 10 000 საათი 10 წელიწადში ჩაატიოთ.
ვისაც 10 წელიწადიც გებევრათ საყვარელი საქმეზე დასაუფლებლად, საკითხს შეგიძლიათ შემდეგნაირად შეხედოთ. რამდენი წლის ხართ დღეს? რამდენი წლის იქნებით 10 წლის შემდეგ? დაეუფლებით თუ არა საყვარელ საქმიანობას, დღეს დაიწყებთ თუ არა საყვარელი საქმის შესწავლას, თქვენ ორივე სცენარის შემთხვევაში ერთნაირად მოგემატებათ ასაკი და 10 წლის შემდეგ იქნებით ზუსტად იმდენი წლის რამდენისაც იქნებით.
გამოდის, რომ დრო ყველა ვარიანტში გავა, მოგემატებათ წლები და არჩევანი თქვენზეა, დაიწყოთ საყვარელი საქმის შესწავლა დღეს ან ყოველ დღე ჩათვალოთ რომ 10 წელი გებევრებათ. რას მოახმართ ამ 10 წელიწადში თავისუფალ დროს? რამდენად პროდუქტიულად გამოიყენებთ შემდეგ 10 წელიწადს?
თუ თქვენ არაფრის შეცვლას არ ეცდებით, იმ მიზეზით რომ 10 წელი გებევრებათ, ეს არ იქნება სწორად დახარჯული ცხოვრება. სწავლის დაწყება, ახალი საყვარელი პროფესიის შეძენა ძალიან დიდ წარმატებას და სიამოვნებას მოგიტანთ ცხოვრების მეორე ნახევარში.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .