მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
საქმე იმაშია, რომ ყველას ან თითქმის ყველას უნდა რომ შეიცვალოს. ზოგს უნდა, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს, ზოგს უნდა რომ ნაკლებად ინერვიულოს, ზოგს უნდა უფრო პრინციპული იყოს, ვიღაცას უნდა უფრო განათლებული იყოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს და ა.შ. ამავე დროს, ეს ცვლილებები ადვილი არ არის. გაგვიგია, რომ უნდა შეიცვალო თუ გინდა, რომ შედეგებს მიაღწიო. გამოთქმა გაგონილი გექნებათ, რომ თუ გინდა რომ გქონდეს, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია. ანუ თუ შენ ოცნებობ მანქანაზე, ბინაზე, სამსახურზე, პოზიციაზე, აღიარებაზე, პოპულარობაზე იმავეს კეთებით რასაც აქამდე აკეთებდი ამას ვერ მიაღწევ. ასევე არის გამოთქმა, რომ რამაც აქამდე მოგიყვანა შორს ვეღარ წაგიყვანს. ესე იგი, ცვლილება გარდაუვალია.
მეორე საკითხია, რომ ძალიან ხშირად ისმის სურვილი, რომ შევცვალოთ სხვები. მეუღლეებს უნდათ მეორე ნახევრების შეცვლა, მშობლებს შვილების, შვილებს მშობლების და ა.შ. ამაზეც გვეუბნებიან, რომ რეალურად სხვა ადამიანის შეცვლის ერთადერთი გასაღებია, დაიწყოთ თქვენი თავით და მაგალითი იყოთ ამ ცვლილების. ისევ გამოთქმას მოვიშველიებ, რომ იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა სხვებში დაინახო. მეტი თუ გინდათ ისწავლონ თქვენმა შვილებმა, თქვენც მეტი უნდა ისწავლოთ. თუ გინდათ რომ უფრო კეთილი ხალხი გყავდეთ გარშემო თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ სიკეთე.
დასკვნა არის, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თუ რაღაცა არ მოგვწონს მოგვიწევს რომ შევიცვალოთ. შეკითხვა ის არის რომ, როგორ შევიცვალოთ, როგორ მოვახერხოთ ეს? არსებობს საინტერესო ნაშრომი, რომელშიც იყო შეჯამებული, რომ სამად სამი გზა/წყარო არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი შეიცვალოს. ეს ისეთი ცვლილება, რომელიც კი არ გაივლის არამედ დარჩება, შენარჩუნდება.
მეორე მეთოდი პირველს ჯობია იმიტომ, რომ ხშირად ხდება და შოკს და უბედურებას არ ველოდებით იმისთვის რომ შევიცვალოთ. თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭესთან ჩვენ ვართ.
მოკლედ, თუ შეცვლა გინდათ, მხოლოდ ეს სამი წყარო არსებობს.
გამონათებებს და შოკებს დამსახურება უნდა. გლობალური შოკი, როგორიც იყო მაგალითად, პანდემია ან ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, თქვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც გარემოს ცვლილებას ყურადღებას არ აქცევს. გამოდის, რომ შოკებიდან და გარემოს ცვლილებებიდან რაღაცის სწავლა რომ შეგეძლოთ ამასაც უნარი და შინაგანი გადაწყვეტილებები სჭირდება. კომფორტის ზონაში არაფერი ხდება, არც გამონათებები. არც შოკები, არც გარემოს გააზრება. მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებაში ნაკლები განვითარება არსებობს.
გარემოს ცვლილებები არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გარემოში ვიქნებით. დაფიქრდით, ისეთ სამსახურში თუ ხართ, რომელიც სულ გავითარებთ ეს ზუსტად ის გარემოა რომელიც გცვლით. ისეთ ხალხთან თუ გაქვთ ურთიერთობა, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული არიან და იზრდებიან, თქვენც გიბიძგებენ განვითარებისკენ. ანუ ესეც გარკვეულწილად ჩვენზე არის დამოკიდებული.
საბოლოო ჯამში, იმისთვის რომ ცვლილებები შეძლოთ უნდა გამოიმუშაოთ ის უნარები, რომლებიც ამ ცვლილებებამდე მიგიყვანთ. დანაზოგი თუ გინდათ რომ გქონდეთ, დაფიქრდით როგორ ადამიანს აქვს დანაზოგი, რა ჩვევები აქვს მას. ადამიანი, რომელიც წინაურდება რა უნარები და რა ჩვევები აქვს მას.
რეცეპტის სახე რომ მივცეთ ამ ყველაფერს, პირველ რიგში, დაიწყე ლოგინის გასწორებით და მე დავამატებდი, კბილების გახეხვით. ანუ, ეს გამოთქმა განასახიერებს იმას, რომ დიდი შედეგები გმირობებით კი არ მიიღწევა, არამედ ყოველდღიური, დაუღალავი შრომით. ხშირ შემთხვევაში ეს შრომა საკმაოდ რუტინული და უინტერესოა. თქვენ თუ უარს ამბობთ რუტინულ შრომაზე, უარს ამბობთ ლოგინის გასწორებაზე პროფესიული გაგებით, ვერ მიაღწევთ სერიოზულ შედეგებს. ჯანმრთელობა ბევრ ადამიანს უნდა და ყოველდღიურობაშია გასაღები. კარგ ფორმაში ყოფნა ბევრს უნდა და ყოველდღიურობაშია გასაღები. შეძლებული, რომ იყოს ასევე ბევრს უნდა და აქაც ყოველდღიურობაშია გასაღები. ანუ თქვენ უნდა მოახერხოთ, რომ ყოველ დღე, პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანოთ თქვენ ქცევებში.
“ფლომასტერის” ტრენინგების მონაწილეებს ხშირად ვეუბნებით, რომ არსებობენ მაჯლაჯუნები ანუ შემზღუდავი აზრები, რომლებიც გეტყვიან რომ აზრი არ აქვს დღეში 30 გრამის დაკლებას, დღეში 10 წუთი ვარჯიშს, დღეში 5 ინგლისური სიტყვის სწავლას. არ დაუჯეროთ, იტყუებიან. მაგათ არ უნდათ რომ წინ წახვიდეთ და შეიცვალოთ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლობლებს შეიძლება არ გაუხარდეთ შეცვლას რომ დაიწყებთ. იმიტომ, რომ მათ უყვარხართ ისეთი როგორიც ხართ. ცვლილებებს რომ იწყებთ ეშინიათ რომ ისეთი აღარ იქნებით, ან თქვენ აღარ გეყვარებათ ისინი. ამიტომ, დაელაპარაკეთ და აუხსენით ამ ყველაფერს რისთვის აკეთებთ.
და ბოლოს, არ დანებდეთ, შედეგები აუცილებლად მოვა, ყოველდღიურად ნაბიჯი გადადგით დანაზოგისკენ, უკეთესი განათლებისკენ, მეტი დისციპლინისკენ, არაჯანსაღ ჩვევებზე უარის თქმისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, უკეთესი კომუნიკაციისკენ და დიდი შედეგები აუცილებლად მოვა.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .