რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
უკუკავშირის მიღება რომ გაგვიმარტივდეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვითხოვოთ რჩევა და არა ნაკლი. ადამიანების დიდ ნაწილს ეზარება უკუკავშირის მიღება, რადგან ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ ეს უკუკავშირი მათ ნაკლს გაუსვამს ხაზს, იმოქმედებს უარყოფითად მათ თვითშეფასებაზე, პიროვნულ შეურაცხყოფას მიიღებს და ა.შ.
იმისათვის, რომ ეს ნეგატიური ფიქრები განვდევნოთ, უნდა დავკონცენტრირდეთ არა ნაკლზე, არამედ რჩევაზე. ასევე, უკუკავშირის გამცემს ვთხოვოთ, რომ მოგვცეს რჩევა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქმიანობა და არ მიგვითითოს ნაკლზე. ერთი და იგივე საკითხი შეიძლება ორი სცენარით განვითარდეს: პირველი, როდესაც მივდივართ მენეჯერთან, ვეკითხებით, თუ რა არის ჩვენი ნაკლი და მეორე, მივდივართ ადამიანთან და ვთხოვთ, გვითხრას მისი აზრი ჩვენს საქმიანობაზე და მივიღოთ რჩევა, თუ როგორ შეიძლება უკეთესად ვიმუშაოთ, სად ხედავს ჩვენს პოტენციალს და ა.შ.
შეხედეთ ამ საკითხს ორივე გადმოსახედიდან, ერთი მხრივ უკუკავშირის მიმღების და მეორე მხრივ - გამცემისგან.
უკუკავშირის მიმღების გადმოსახედიდან, თუ უკუკავშირი ეხება ნაკლს და უარყოფით შეფასებას, ამ დროს ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი, რომ გადადის თავდაცვის რეჟიმში, ინსტინქტის დონეზე ის გრძნობს საფრთხეს და გონება კარნახობს, რომ თავი დაიცვას. ასეთ დროს, ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, რას გვეუბნება უკუკავშირის გამცემი, ავტომატურად ვიწყებთ შედავებას და შეიძლება შევიდეთ კონფლიქტში. ხოლო თუ ჩვენ ვიღებთ რჩევას, გონება გაცილებით მეტად გახსნილია, უფრო ყურადღებით ვისმენთ და ამას ვიღებთ, როგორც უფრო მეგობრულ ჟესტს. შესაბამისად, შედეგიც უფრო ნაყოფიერია.
უკუკავშირის გამცემის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ალბათ გქონიათ გამოცდილება, რომ კოლეგას რაღაც უარყოფითი უნდა უთხრათ და ამაზე ნერვიულობთ. სტატისტიკურად, ამ დროს ადამიანების ნახევარზე მეტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ან საერთოდ არ თქვას არაფერი ან ძალიან შერბილებულად გასცეს უარყოფითი უკუკავშირი. როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის ნაკლზე, საქმე რთულდება. სიტუაცია მარტივდება, როდესაც ვამბობთ, რომ რჩევები გვაქვს გასაცემი, ის რჩევები, რაც ამ ადამიანს დაეხმარება მეტი წარმატების მიღწევაში. უკუკავშირის გამცემისთვისაც პოზიტიური შედეგები მოჰყვება უკუკავშირს, თუ ამ პროცესს დავარქმევთ რჩევის გაცემას და არა ნაკლზე მითითებას. როგორც წესი, ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით ემზადებიან რჩევის გასაცემად და გაცილებით უფრო გულწრფელები და მეგობრულები არიან კოლეგასთან საუბრისას. გირჩევთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაში იმყოფებით, მიმღების თუ გამცემის, მნიშვნელოვანია ამ საკითხს სიტყვების დონეზეც კი ასეთი პოზიციონირება გაუკეთოთ.
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .
როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .