შენ იმარჯვებ! You are winning!

შენ იმარჯვებ! You are winning!


სტატიის სათაურის იდეა გაჩნდა წიგნიდან, რომელსაც არანაკლებ უცნაური სათაური აქვს, „Unf*ck yourself. Get out of your head and into your life“, თავისუფალ თარგმანში შეიძლება ასე ჟღერდეს - დაანებე ბევრ ფიქრს თავი და დაიწყე ცხოვრება.

ამ სტატიის თემაა, რას ნიშნავს ეს და რაზე საუბრობს ავტორი. 

წიგნში ერთ-ერთი ძალიან საინტერესო აზრია განვითარებული, რომ თითოეული ჩვენგანის ცნობიერება, სხეული და ნერვული სისტემა არის იდეალური მანქანა ჩვენი დაკვეთების და დავალებების შესასრულებლად. ავტორი ამბობს, რომ თუ თქვენ რამეს მართლა დაავალებთ თქვენს თავს მთელი თქვენი ტვინი და სხეული იმუშავებს ამ რაღაცის შესასრულებლად და აუცილებლად მიაღწევს მიზანს. 

ძალიან ხშირად, სამოტივაციო გამოსვლებში ამბობენ, რომ შენ შეძლებ! შენ ყველაფერი შეგიძლია! ცოტა დამღლელიც კი გახდა ამ ფრაზების მოსმენა, მაგრამ ეს მხოლოდ სამოტივაციო მოწოდება არ არის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანი დაიჯერებს თავის შესაძლებლობებს და სერიოზულად მოინდომებს, ყველაფერს დაძლევს.

ძალიან სკეპტიკურად შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს. ბევრმა ადამიანმა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიშორა მავნე ჩვევები, ვერ მიაღწია მიზანს.

მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, სიგარეტზე თავის დანებება, წონის კლება - არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას სურს და ბევრი მცდელობის მიუხედავად არ გამოსდით. 

კიდევ უფრო საინტერესო და პროვოკაციულ აზრს, რომელსაც ავტორი ავითარებს, არის ის, რომ თუ რაღაც არ გამოგდით, სწორედ თქვენი დაკვეთაა, რომ ეს რაღაცა არ გამოგივიდეთ. გეთანხმებით, საკმაოდ უცნაური აზრია. 

საქმე იმაშია, რომ თითოეული ჩვენგანი რაღაც პროგრამებს ვქმნით ჩვენს ტვინში და კონკრეტული სიტყვებით გავცემთ დავალებებს.  

მე თუ ვეუბნები ჩემს თავს, რომ როგორც არ უნდა გამიჭირდეს, 5-10 წელი რომ დამჭრიდეს, მაინც მივაღწევ ჯანსაღ წონას, დააკვირდით რა დევს სინამდვილეში ამ დავალებაში? რატომ უნდა გამიჭირდეს? ობიექტური რეალობაა, რომ ყველა ვინც ჯანსაღად იკვებება და ჯანმრთელი წონა აქვს გაჭირვებულია? საიდან მოვიდა სიტყვა გაჭირვება? სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, მე ვავალებ ჩემს ორგანიზმს, რომ ძალიან გაუჭირდეს დიეტა. 

იგივეა, როდესაც ვამბობთ, რომ გაყიდვები არ გამომივა, ვერ დავწინაურდები, ვერავინ დაინახავს ჩემს შრომას - ასეთი მოწოდებებით წიგნის ავტორი გვეუბნება, რომ ჩვენ პირიქით ვაპროგრამებთ თავს, რომ ნეგატიური პროგნოზები გამართლდეს.

აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ჩამოყალიბებული და წარმატებული ხალხი პროვოკაციულ დავალებებს აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, ვისწავლი თუ დრო გამოვნახე. წარმოიდგინეთ, თქვენს თანამშრომელს ავალებთ საქმეს და ეუბნებით შეასრულოს თუ დრო გამონახა, როგორ ფიქრობთ რამდენია იმის შანსი, რომ შეასრულოს ეს დავალება? ან ხარისხიანად შეასრულოს?

რაც გინდათ რომ გამოვიდეს და გინდათ რომ გააკეთოთ, კარგად აწონ-დაწონეთ, დავალებები როგორ ჟღერს, რა სიტყვებს იყენებთ? დაწერეთ დავალებები და აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა, საწინააღმდეგო რამეს ეუბნებოდეთ საკუთარ თავს. 

გახსოვდეთ, სიტყვებს ადამიანისთვის მაგიური ძალა აქვს. 

გადახედეთ თქვენს ჩანაფიქრებს, თუ როგორ არის ჩამოყალიბებული.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები