თუ გინდა, რომ ყველას უყვარდე (და კრიტიკას ასცდე)

თუ გინდა, რომ ყველას უყვარდე (და კრიტიკას ასცდე)


თუ თქვენ ხართ ის ადამიანი ან თუ იცნობთ ვინმეს ვისაც ძალიან უნდა რომ ყველას უყვარდე, ყველას მოსწონდეს და ძალიან არ უყვარს კრიტიკა ეს სტატია მისთვისაა.  

სტივ ჯობსმა დაგვიბარა, რომ თუ გინდა რომ ყველას უყვარდე, არავითარ შემთხვევაში ლიდერი არ გახდე, გახდი ნაყინის გამყიდველი. თუმცა, შეიძლება ნაყინის გამყიდველიც ვერ აცდეს კრიტიკას. მაგალითად, ვიღაცას ფული არ ექნება ნაყინის საყიდლად და გაგაკრიტიკებთ და არ ეყვარებით, რადგან ნაყინს ვერ იყიდის.  

რატომ არ უნდა გახდე ლიდერი, თუ გინდა რომ ყველას უყვარდე. ლიდერები არ ფიქრობენ იმაზე თუ რას იტყვიან და რას იფიქრებენ დღეს მათზე სხვები.  ლიდერები ფიქრობენ იმაზე თუ ხვალ და ზეგ რას იფიქრებს ხალხი. იქნება ეს  ქვეყნის კომპანიის თუ ოჯახის ლიდერი, კარგად ვიცით რომ ამ ხალს უწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, და იციან, რომ ამის გამო დღეს გააკრიტიკებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ, იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ სასურველი შედეგი მიიღონ.  

ნებისმიერმა მშობელმა იცის ეს, მაგალითად, თუ უყვარს თქვენს შვილს შოკოლადი და მისცემთ მას დღეს ბევრ შოკოლადს იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ეყვარებით, მაგრამ მომავლის პერსპექტივაში ეს არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.  თქვენს თანამშრომლებს თუ სულ დასვენება უნდათ და თქვენც დაასვენებთ, იმ მომენტში თქვენი მადლიერები იქნებიან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოუტანს არც თანამშრომლებს და არც კომპანიას.  გამოდის, რომ ასეთი სიყვარული კარგს არაფერს მოგიტანთ.  

თუ ნაყინიც გამყიდველიც არ ეყვარება ყველა,  მაშინ ნაყინის გამჩუქებელი გახდით, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც არ ეყვარებით ყველას, ვიღაცას ბევრი მოუვა უფასო ნაყინი, გაცივდება და თქვენ დაგაბრალებთ. გამოდის, რომ სტივ ჯობსის რჩევაც არ გშველით.  

არსებობს მეორე გამოთქმა: თუ გინდა, რომ არ გაგაკრიტიკონ, ანუ თუ გინდა, რომ ყველას უყვარდე, არაფერი გააკეთო, არაფერი თქვა და არაფერს წარმოადგენდე. თუ ლიდერი ხართ პოპულარული იქნება თქვენი კრიტიკა, თუ ნაყინის გამყიდველი ხართ, აქაც გამოგიჩნდებათ გამკრიტიკებელი. თუ აზრებს გამოხატავთ, ლაპარაკობთ აქაც არ აგცდებათ კრიტიკა.

საბოლოოდ თქვენი გადასაწყვეტია საით წახვიდეთ. წახვიდეთ იქითკენ სადაც ყველას ეყვარებით, თუმცა, ჯერ ვერ ამოვხსენით რა არის ეს ადგილი - არაფერი აკეთოთ, არაფერი თქვათ და არაფერს წარმოადგენდეთ ცხოვრებაში, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.  

გამოდის, რომ ჯობს თქვენს საქმეს მიხედოთ და გაგაკრიტიკონ, ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიტიკა არ გაინტერესებდეთ. მოუსმინეთ, საღი აზრი გამოიტანეთ, ისწავლეთ. თუ გინდათ, რომ რამეს წარმოადგენდეთ, რამეს მიაღწიოთ და ლიდერები იყოთ ყველას სიყვარულის მოპოვებას ნუ ეცდებით, ამას ვერ მოიპოვებთ, სამაგიეროდ მოიპოვებთ კრიტიკას, ეს არის ის ფასი რასაც იხდის ნებისმიერი ლიდერი.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
31 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები