ვინ არიან და რატომ მჭირდება ინტელექტის მეგობრები

ვინ არიან და რატომ მჭირდება ინტელექტის მეგობრები


ხშირად, როდესაც ჩვენს მეგობრებზე ვსაუბრობთ, დააკვირდებოდით, რომ დაკონკრეტება გვჩვევია. არსებობენ სკოლის მეგობრები, უნივერსიტეტის მეგობრები, სამსახურის მეგობრები ან წინა სამსახურის მეგობრები, უბნის მეგობრები, ბავშვობის მეგობრები და ა.შ. 

იცოდით, რომ არსებობენ ინტელექტის მეგობრები? 

ამ სტატიაში სწორედ ასეთი მეგობრების მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.

ვინ არიან ინტელექტის მეგობრები?

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ჭკუისები არიან. მაგალითად, ისეთივე პრობლემები აწუხებთ, როგორიც ჩვენ, იქნება ეს ყოფითი თუ გლობალური.

ზრდასრულ, შუა ასაკში მყოფ ადამიანებთან მუშაობისას ხშირად აღმოგვიჩენია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს აზრებს იზიარებენ და ჩვენს ჭკუაზე არიან, დროთა განმავლობაში შემოგვაკლდა. 

ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად განვითარდნენ, ნახევარი ცხოვრება სწავლას მიუძღვნეს, ხშირად აწყდებიან იმ პრობლემას, რომ მეგობრები ვეღარ „ეწევიან“ მათ ან სრულიად სხვა ინტერესები აქვთ. ერთ-ერთმა საკმაოდ წარმატებულმა ადამიანმა გაგვიზიარა, რომ თავისი პრობლემით, რომ მისულიყო თავის მეგობრებთან, ერთი დასალევად წასვლას შესთავაზებდა, მეორე ურჩევდა, რომ სჯობს უბრალოდ დაისვენოს და არც ერთი მათგანი არ ჩაერთვებოდა მასთან ერთად „ინტელექტუალურ ჭიდილში“. არადა რეალურად ადამიანებს სჭირდებათ თავიანთ წუხილზე და პრობლემებზე საუბარი თანამოაზრესთან.

როგორ შეიძლება ასეთი მეგობრების შეძენა? სად არიან ისინი? - ამ კითხვას "ფლომასტერის" ტრენინგებზეც ხშირად ვსვამთ. 

ხშირად ზრდასრულ ასაკში ახალი მეგობრის შეძენა დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ემთხვევა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს. შესაბამისად, ინტელექტის მეგობრების შესაძენად კარგი ადგილებია სამსახური, ტრენინგები, კურსები და ა.შ. 

დაფიქრდით, გყავთ თუ არა ასეთი მეგობრები? სად შეიძინეთ ან როგორ შეინარჩუნეთ? 

ასეთი მეგობრის ყოლა ძალიან დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უამრავი პრობლემა არსებობს გარშემო, რომლის გაზიარებაც თავისუფლად შეგიძლიათ და იცით, რომ თქვენი კარგად ესმით. 

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 თებერვალი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები