რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მოძებნოთ პროექტის მენეჯერი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება და რომელიც თქვენს კომპანიაში უნდა გაიზარდოს. როგორ უნდა ამოიცნოთ, რამდენად გამოგადგებათ ადამიანი, როგორც პროფესიონალი.
დაახლოებით 18-20 წლის წინ ვმუშაობდი დღესაც საკმაოდ წარმატებულ ITკომპანიაში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გვქონდა და ეს პრობლემა დღემდე აქვს ბევრ ორგანიზაციას, იყო ის, რომ გვჭირდებოდა, გარდა გამოცდილი პროექტის მენეჯერებისა, პროექტის მენეჯერების მასალა, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავალში კარგ პროექტის მენეჯერებად გაიზრდებოდნენ.
გამოცდილი ხალხი გვყავდა და გვჭირდებოდა სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებსაც გამოუვიდოდათ პროექტის მენეჯმენტი.
ექსპერიმენტებს ვატარებდით, ხან ვინ დავაწინაურეთ ხან ვინ, თუმცა ვერავინ უძლებდა ამ პოზიციაზე მუშაობას.
ჩამოყალიბდა ამოცანა, რომ რაღაც მეთოდი უნდა გამოგვენახა და სწორად შეგვერჩია პროექტის მენეჯერები, მაშინ, როდესაც რეზიუმე ვერ გვეხმარებოდა.
ამ პერიოდში კომპანიაში გვყავდა ერთ-ერთი უცხოელი კონსულტანტი, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ჩვენი მთავარი შეკითხვა მის მიმართ იყო, თუ როგორ ამოვიცნოთ კარგი პროექტის მენეჯერი ადამიანში, რომელსაც გამოცდილება არ აქვს.
ძალიან საინტერესო და უცნაური რჩევა მივიღე. სწორედ ეს რჩევა გვინდა გაგიზიაროთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი დღესაც საკმაოდ აქტუალურია.
კონსულტანტმა გვითხრა, რომ დაგვებარებინა გასაუბრებაზე სტუდენტები, ანუ კანდიდატები საღამოს საათებში, მაგალითად 8 საათზე. ამ დროს გასაუბრებაზე დაბარება უკვე სტრესული მდგომარეობაა, საღამოა, დღის ბოლოა და კანდიდატები დაღლილები იქნებიან. გასაუბრებაზე უთხარით, რომ ხვალ დილის 9 საათზე შეხვდებით და მათ გადაწყვეტილება უნდა ჰქონდეთ მიღებული - იმუშავებენ თუ არა რთულ და მათთვის უცნობი პროექტის მენეჯერობის პოზიციაზე.
„დღეს საღამოს 8 საათია და ხვალ დილას უნდა გვითხრა, თანახმა ხარ თუ არა სათავეში ჩაუდგე „სინქროფაზოტრონების ქარხნის მშენებლობას“, ეს არ არის გარანტია რომ დაგნიშნავთ, მაგრამ გვაინტერესებს, თანახმა ხარ თუ არა“ - ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი შეთავაზება მარტივი არ არის და საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში აყენებს გამოუცდელ სტუდენტს.
ბუნებრივია, შეკითხვები ექნებათ, თუმცა ჩვენ პასუხს არაფერზე ვცემთ, მეორე დილით ჯერ მათ პასუხს ველოდებით.
მოკლედ, ჩვენმა კონსულტანტმა გვითხრა, რომ მეორე დღეს, დილით თქვენ აღმოაჩენთ სამ სხვადასხვანაირ ადამიანს.
ეს არის კატეგორია, რომელიც რისკზე წამსვლელია და არ უშინდება გამოწვევებს. მათი თავდაჯერებულობა ეყრდნობა მსჯელობას, რომ: „თუ რაღაც გაკეთებადია, მეც გავაკეთებ. თუ რაღაც არ მეცოდინება, ექსპერტს ვიპოვი და ვისწავლი მისგან. თუ არ არსებობენ ექსპერტები და მცოდნეები ამ საკითხში, მაშინ ამხელა კომპანია არ მოკიდებდა ხელს ამ საქმეს.“ მოკლედ, საკმაოდ ლოგიკურ მიზეზებზე დაყრდნობით აცხადებენ თანხმობას და მიდიან რისკზე.
სწორედ ეს, მესამე კატეგორიაა პროექტის პოტენციური მენეჯერები.
რატომ არიან პროექტის მენეჯერები?
საქმე იმაშია, რომ პროექტები მიმდინარეობს დიდ განუსაზღვრელობაში. პროექტი, რომლის შესახებაც ყველაფერი წინასწარ ვიცით, არ არსებობს.
"ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებს ხშირად ვეუბნებით, რომ პირველი ტიპის ადამიანი, რომელმაც გარანტიები თუ არ დაინახა, ხელს არ მოკიდებს საქმეს, ვერ იქნება პროექტებში.
მეორე ტიპის კატეგორია გვჭირდება პროექტებში, რადგან ისინი არიან ცოდნის მიმღებები, ექსპერტები.
პროექტის მენეჯერებად კი გვჭირდება მესამე კატეგორია, რომელიც პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ ყველაფერზე და ლოგიკურ მიზეზებზე დაყრდნობით გაწევენ საჭირო რისკებს.
თავდაპირველად ძალიან უცნაურად მოგვეჩვენა ეს პასუხი. სხვა კუთხით, რომ შევხედოთ, თითქოს უპასუხისმგებლობას ვახალისებთ, როგორ შეიძლება ისეთი ადამიანი აიყვანო სამსახურში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რას კიდებს ხელს?
პასუხად გეტყვით, რომ შეხედეთ სტარტაპებს თუ მსხვილ ბიზნესმენებს, გარანტიებით კიდებენ ეს ადამიანები ახალ საქმეს ხელს?
კოსმონავტები მარსზე მიფრინავენ გარანტიებით?
საქართველოში გარანტიები აქვთ, რომ წარმატებული იქნება ბიზნესი?
არავის აქვს გარანტიები!
ფაქტობრივად, ბიზნესის და პროექტების კეთება არის სრულფასოვანი რისკი. ზუსტად რისკიანობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც გამოარჩევს ადამიანს სხვებისგან.
დაფიქრდით, რომელ კატეგორიაში მოხვდებოდით თქვენ ან თქვენი თანამშრომლები.
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .
როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .